„ნაციონალური მოძრაობა“ - დღეიდან დაანონსებულ აქციებში არ იგულისხმებოდა რუსთაველზე დიდი ღონისძიების გამართვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რვა კარავია გაშლილი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეიდან, უწყვეტ რეჟიმში დაანონსებულ აქციებს, როგორც სააგენტოს პარტიაში განუცხადეს, „აქციებში არ იგულისხმებოდა რუსთაველზე დიდი ღონისძიების გამართვა და გუშინ გაკეთებული მათი განცხადება ნიშნავდა, რომ სხვადასხვა ადგილზე პერმანენტულად გაიმართება პატარ-პატარა ღონისძიებები“.

შეგახსენებთ, რომ კარვები გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა 16 დეკემბერს გაშალეს. ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარს აპროტესტებენ, სადაც მათ გზა ჩაკეტილი დახვდათ და თელავამდე ჩასვლა და აქციის გამართვა ვერ მოახერხეს.

ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო: რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რვა კარავია გაშლილი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა