ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე 23 გამარჯვებული გამოვლინდა

რუსთაველის თეატრში, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში 23 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ:

კონცეფტუალური სასტუმრო - Quadrum Ski & Yoga Resort;

საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი - Crowne Plaza Borjomi;

საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო- Borjomi Likani;

საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო - Sheraton Batumi Hotel;

THE BEST VALUE - დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო - Hostel Pushkin 10;

THE BEST VALUE - სტანდარტული ტიპის სასტუმრო - Ramada Encore Tbilisi;

THE BEST VALUE - პრემიუმ სასტუმრო - Radisson Blu Iveria Tbilisi;

საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება - Tbilisi Open Air;

საუკეთესო MICE ტურიზმი - Calypso Travel & Event;

საუკეთესო ღვინის ტურიზმი- Château Mukhrani;

საუკეთესო E-ტურიზმი - Travel Guide App;

საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი - ETHNO TSISKVILI;

საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში - Tbilisi Marriott Hotel;

კონცეფტუალური კაფე/რესტორანი - Barbarestan;

საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი - Caucasus Travel;

საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი - Nazy's Guest House;

საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი - Altihut 3.014

წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით – Wehost;

#მევქმნი - ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - Lopota Lake Resort & Spa;

საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში - თინათინ დუღაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო - ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - გიორგი თავაძე, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტი;

საპარტნიორო ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ტურისტული სტარტაპი –WEHOST;

საუკეთესო მცირე მეღვინეობა – Baia’s Wine.

დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრებოდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი დანელია, ასევე, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოდა ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - დაწესებული სპეციალური ჯილდო გადასცა ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტს გიორგი თავაძეს.

“Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები და სხვა. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგებოდა, შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით.

„პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათი განცხადებით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

მეოთხე წელია პროექტის თანაორგანიზატორია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. თანაორგანიზატორი – საქართველოს ბანკი; ოფიციალური მხარდამჭერები - თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი; გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს