ნინო ლომჯარია - აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს

გარკვეულ შემთხვევებში აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ის ასევე დავით კირკიტაძის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.

"ეს არის სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს კომპეტენცია. მე ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება. ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ, ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის იმას, თუ როგორც შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს", - განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი - გარკვეულ შემთხვევებში აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო