თამარ ბერუჩაშვილი - დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის პირობებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავიზო პირობების გამარტივებაა

დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის პირობებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავიზო პირობების გამარტივებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სავიზო პირობების გამარტივება, მითუმეტეს ბრექსიტის ფონზე, არ არის მარტივი თემა.

"მიმოსვლა არის ძალიან რთული თემა. როგორც მოგეხსენებათ, ემიგრაცია ერთ-ერთი გამომწვევი კომპონენტია ბრექსიტის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის ფონზე, მივაღწიოთ სავიზო პირობების გამარტივებას დიდ ბრიტანეთთან. ეს არ არის ადვილი ამოცანა, მითუმეტეს ბრექსიტის ფონზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა