11 თვის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მსოფლიოში 80 ჟურნალისტი დაიღუპა

2018 წლის 11 თვის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მსოფლიოში 80 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა მცირდებოდა, თუმცა წელს ამ რიცხვმა ზრდა დაიწყო.

2018 წელს დაღუპული ჟურნალისტების ნახევარზე მეტი ხუთ ქვეყანაზე მოდის: ავღანეთი (15), სირია (11), იემენი (8), მექსიკა (9) და ინდოეთი (6).

რეზონანსულ ინციდენტებს შორის ორგანიზაცია აღნიშნავს თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგისა და სლოვაკეთში გამოცემა Aktuality.sk-ს რეპორტიორის იანა კუციაკის მკვლელობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა