დიმიტრი ცქიტიშვილი დავით კირკიტაძის დაკავებაზე - არანაირ პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" აქციები არც მასშტაბური იქნება და არც ადეკვატური მოთხოვნები ექნებათ.

ასე ეხმაურება დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას.

„მე ვფიქრობ, აქციები არც მასშტაბური იქნება და არც ადეკვატური. მოთხოვნა არის საპარლამენტო არჩევნების, რაც კავშირში არ არის საერთო მდგომარეობასთან. დღეს რაც ხდება, ეს არის კლოუნადა იმისი, რომ გაამართლონ და ვიღაცას გადააბრალონ თავიანთი დამარცხება", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება კახეთში განვითარებულ მოვლენებს და დავით კირკიტაძის დაკავებას, მისი თქმით, პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს.

„არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, ჩემში არ იწვევს კითხვებს, რომ კირკიტაძე დააკავეს. დადგინდა კანონის უხეში დარღვევის ფაქტი", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს