გოგი წულიამ პრესკონფერენციაზე ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულიამ პრესკონფერენციაზე პროტესტის ნიშნად ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა.

მისი განცხადებით, ბიუჯეტი ვერ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს და ორიენტირებულია იმაზე, „როგორმე გადააგორონ ერთი წელი“.

„არც ერთი პროექტი არაა მორგებული მოსახლეობის პრობლემებზე. გადაწერილია წინა წლის ბიუჯეტი და ასე ცდილობენ ერთი წელი გადააგორონ. როგორ შეიძლება ვტრაბახობდეთ იმით, რომ იზრდება სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. საკუთარ ქონებას ვერ განკარგავენ და რა თვითმმართველობაა ეს. ბიუჯეტში არაფერი წერია ქალაქის განვითარებაზე, ამიტომ პროტესტის ნიშნად დავწვი და ვაჩვენე ადამიანებს, რომ ნუ ელოდებიან ამ ბიუჯეტით განვითარებას, ვინაიდან ამაზე ბიუჯეტში არაფერი წერია“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

მან მერიას ავტომობილების და თვითმმართველობის შენობის გაყიდვისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა