დეპუტატების ნაწილი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პაატა ბურჭულაძემ იმ სცენაზე იმღერა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

დეპუტატების უმრავლესობა უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პაატა ბურჭულაძემ იმ სცენაზე იმღერა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა.

„ხელოვანი თავისუფალია, მაგრამ იმ განსაკუთრებულ ვითარებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, როცა ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხელოვნებასაც კი გარკვეული პასუხისმგებებლობა ეკისრებოდა, ხოლო პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი წერეთელი ამბობს, რომ ბურჭულაძის ქმედება მიუღებელია.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ პაატას. ძალიან ვაფასებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იქნება პაატა, თუ იქნება სხვა, ამ ვითარებაში პუტინის წინ სიმღერა, არის ცუდი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს