გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ

როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ. გაერთიანებულ ოპოზიციაში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმართება შეხვედრები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მიაწოდებენ.

„ჩვენ ახლა შევხვდით ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს, გათვლილი იყო იმაზე, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო იმისთვის, რომ ოპოზიციური ლიდერები ჩასვან ციხეში.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ. როგორც ჩანს, შსს-ში კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას", - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესაძლებელია, დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო