გიორგი ვაშაძე - დღეს აქცია არ გვექნება

დღეს აქცია არ გვექნება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას გეგმები ყოველდღიურ რეჟიმში ეცვლება და დღევანდელ დღეს გამოიყენებენ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებისთვის.

„ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გეგმების ცვლილება. გუშინ ჩვენ არ ველოდით, რომ დავით კირკიტაძეს დააკავებდნენ. ხვალ იქნება სასამართლო პროცესი როგორც ვიცით, თუ ესეც ჩუმად არ ჩაატარეს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლურ სამყაროს ვაცნობოთ, რომ ძალიან სწრაფი და მყისიერი რეაქცია იყოს მათი მხრიდან. დღეს აქცია არ გვექნება. დღევანდელი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სამართლებრივად ყველაფერი დავალაგოთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს დიპლომატიურმა კორპუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო