სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილებებით საქმიანობას 2019 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 1-ელი ივლისიდან დაიწყებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილებებით 2019 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 1-ელ ივლისს ამოქმედდება.

პარლამენტს უკვე წარედგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ამოქმედების ვადის ექვსი თვით გადაწევას ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე ხდება.

“მიმდინარე წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცა შენობა-ნაგებობა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი ითვალისწინებს აპარატის საშტატო რიცხოვნობის ზრდას ათი ერთეულით და ასევე, დამატებით 800 000 ლარის გამოყოფას საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რაც შესაძლებელს ხდის კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას, თუმცა არასაკმარისია “სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულებისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია გადავადდეს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების ვადები, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს შესაბამის უწყებებს განახორციელონ საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები კანონით გათვალისწინებულ ფუნქციათა 2019 წლის 1 ივლისიდან სრულად ასამოქმედებლად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ვადის 6-თვით გადაწევის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ვანო ზარდიაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა წარადგინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა