გლდანში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აშენდება

გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანის ,,ა“ მ/რ-ის ტერიტორიაზე ტაძრის ასაშენებლად მიწა გამოიყო.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკლესიისთვის განკუთვნილი ტერიტორია ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხეს და აქ სამშენებლო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება.

„ცერემონიას მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ,,თბილისზე მზრუნველის“ წოდების მატარებელი თემურ გოცირიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი წმინდა მოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის იქნება.

მშენებლობის ინიციატორები მამა დავითი და მამა ზაზა მსახურებას ახალ ტაძარში გააგრძელებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო