სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება - თუ რომელიმე მხარის ბრალეულობა დადგინდა, შესაბამისი რეაგირება იქნება

რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა რომელიმე მხარის ბრალეულობა, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა.

„გუშინ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის ელგუჯა ბიბინიძის მიერ ამავე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტ დავით ბერიშვილის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულით გათვალისწინებული სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით. დავით ბერიშვილის მიერ გაჟღერებული ფაქტების და გარემოებების დეტალურად გარკვევის მიზნით საქმეზე მიმდინარეობს და ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა ბრალეულობა რომელიმე მხარის, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო: სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება თუ რომელიმე მხარის ბრალეულობა დადგინდა, შესაბამისი რეაგირება იქნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო