ადვოკატი - დავით კირკიტაძე გამორიცხავს მისი მხრიდან პოლიციელზე ფიზიკურ ან ძალადობრივ შემხებლობას - ვიდეოში ჩანს, რომ პირიქით, მასთან მიმართებაში განხორციელდა ძალადობა

დავით კირკიტაძეს დიდი ალბათობით ბრალდებას დღეს, საღამოს საათებში წარუდგენენ - ის შიმშილობას აგრძელებს, - ამის შესახებ კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელოდებიან ბრალდების შინაარსს ვინაიდან დღეს მათთვის ცნობილია მხოლოდ დაკავების ოქმში აღნიშნული მუხლის კვალიფიკაცია და ის განცხადებები, რაც შს სამინისტროს ოფიციალური პირების მხრიდან იყო გაკეთებული.

„დავით კირკიტაძე თავს არ ცნობს დამნაშავედ. კონკრეტულად თუ ჩვენ ვივარაუდებთ ბრალდების შინაარსს, აქ საუბარია პოლიციელზე თავდასხმაზე, რაც დაკავშირებულია პოლიციელის კანონიერ საქმიანობასთან. დავით კირკიტაძის განმარტებით, მისი მხრიდან არავითარ ფიზიკურ შეურაცხყოფას ან პოლიციელზე თავდასხმას, ასევე საუბარია ქონების დაზიანებაზე, ადგილი არ ჰქონია. ჩვენ დაველოდებით მტკიცებულებებს, რის საფუძველზე აკეთებენ მსგავს განცხადებებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც დაკავშირებულია მის კანონიერ საქმიანობასთან, ვერ ჯდება 353-ე მუხლის სამართლებრივ შინაარსში. თუკი ადამიანებს უკანონოდ ეზღუდებათ კონსტიტუცით გარანტირებული უფლებები, გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ამ დროს ადამიანი ცდილობს მისი უფლების აღდგენას, აქ კონკრეტულად ამ მუხლის შინაარსი არის შეუთავსებელი", - განაცხადა კონდახიშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეო კადრებს, ადვოკატის თქნით, ნამდვილად იყო დავით კირკიტაძის მცდელობა, რომ ავტობუსში შეეღწია, მაგრამ ავტობუსში შეღწევის მცდელობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ გადაეადგილებინათ ავტობუსი გზიდან.

"დავით კირკიტაძე გამორიცხავს მისი მხრიდან პოლიციელზე რაიმე სახის ფიზიკურ ან ძალადობრივ შემხებლობას და ვიდეოში ჩანს, რომ პირიქით, მასთან მიმართებაში განხორციელდა ფიზიკური ძალადობა", - განაცხადა კონდახიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო