კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სალომე სამადაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტის წევრებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე განცხადების გაკეთება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა.

ეკა ბესელიამ სამადაშვილის მისამართით განმარტა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა მხოლოდ პროცედურაზე და დაეყენებინა ის კონკრეტული საკითხები, რასაც პროცედურა ითვალისწინებს. პოლიტიკური შინაარსის განცხადების გაკეთებისას კი ბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ მას მიკროფონს გამოურთავდა. თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მას განცხადების გაკეთების უფლება 900 000-მა ამომრჩეველმა მისცა და კომიტეტის თავმჯდომარეს მისთვის მიკროფინის გამორთვის უფლება არ ჰქონდა.

სამადაშვილის ამ შეფასების საპასუხოდ ბესელიამ მას რეგლამენტის წაკითხვისკენ მოუწოდა.

„ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. აქ მხოლოდ დებოშის ასატეხად მოდიხართ, თქვენ რეგლამენტში უნდა იმეცადინოთ და ხანდახან წაიკითხეთ“, - მიმართა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.

ამ კამათში ჩაერთო „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც ეკა ბესელიას მიმართა, რომ მას აზრის დაფიქსირების შეზღუდვის უფლება არ ჰქონდა, არ იყო რევიზორი.

ხანგრძლივი კამათის მიუხედავად, ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს არ მისცა შესაძლებობა რეგლამენტით დადგენილი პროცედურით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სხვა თემებზე ესაუბრათ და კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ.

კახიძემ და სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

იხილეთ ვიდეო: "ან გაჩერდებით, ან დატოვებთ სხდომას" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა