სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.

„კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია უკვე მერამდენედ არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას წარმართოს საკუთარი საპარლამენტო საქმიანობა. კომიტეტში მე საკუთარ თავს არ წარმოვადგენ. მე წარმოვადგენ 800 ათასზე მეტ ამომრჩეველს. ეკა ბესელია მუდმივად რეგლამენტზე აპელირებს და კომიტეტის წევრებს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის საშუალებას არ აძლევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას დღეს სურდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოწვევის თაობაზე გაეკეთებინა.

იხილეთ ვიდეო: "პირადად მივიღე ეს გადაწყვეტილება" - სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტი დატოვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა