ოთარ კახიძე - ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია

ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, მიმდინარეობს რეპრესიები ოპოზიციური ლიდერების მიმართ და განცხადების გაკეთება კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სურდა, რისი შესაძლებლობაც მას ეკა ბესელიამ არ მისცა.

„წუთნახევარი მოვითხოვე განცხადების გასაკეთებლად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რისი შესაძლებლობაც არ მომეცა. როდესაც პოლიტიკოსს პარლამენტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლევა, სწორედ ეს ახდენს შემდგომში პროცესების რადიკალიზაციას“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ.

ვიდრე კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებდა, მან ფრაქციის სახელით ახალი რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოწვევის მოთხოვნა დააყენა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნა რეგლამენტის შესაბამისად უწყებას გადაეგზავნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს