ზაზა ბაქრაძე - დანაშაული ვაღიარე, ახლა მეც და სხვა ბრალდებულებიც განაჩენის მოლოდინში ვართ

ჩემი დანაშაული ნაღიარები მაქვს და ვფიქრობ, ჩემი აღიარებითაც და სხვა მოწმეთა ერთობლიობითაც დადასტურებულია, რომ პირადად მე დანაშაული ჩადენილი მაქვს, - ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე კრიმპოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზაზა ბაქრაძემ განაცხადა.

მას სახელმწიფო ბრალდება ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვას ედავება.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ბაქრაძეს უჭირს თქმა, დაკმაყოფილდება თუ არა პროკურატურის შუამდგომლობა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

"მე ვერ გეტყვით, მოსამართლე რას დააკმაყოფილებს. მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდებული ვართ განაჩენის მოლოდინში, რომელიც 14:00 საათზე გამოცხადდება. ბრალი მედება უფლებამოსილების გადამეტებაში და შემთხვევის ადგილის გაყალბებაში, რაც იარაღის ჩადებაში გამოიხატება", - განაცხადა ბაქრაძემ.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსისთვის, ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. სახელმწიფო ბრალდება მისთვის სასჯელის სახით პირობით მსჯავრს 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმას და 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას ითხოვს.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი დანაშაული ნაღიარები მაქვს" - რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩნოსანმა ზაზა ბაქრაძემ დასკვნითი პროცესის წინ კომენტარი გააკეთა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს