საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებში, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას უკავშირდება, ცვლილებები შევიდა

საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებში, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას უკავშირდება, ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებები განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტაციის წესსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის წესში. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ცვლილებების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესში, საოპერაციო ფართზე სარეგისტრაციო მოთხოვნა 20-დან 15 კვ/მ-მდე შემცირდა. ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად დარეგისტრირების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ნაღდი ვალუტის გაცვლის ოპერაციები განახორციელოს. ცვლილება შევიდა ასევე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის წესში, რომლის მიხედვითაც, სესხის გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია არ მიაწოდოს ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელ ფიზიკურ პირზე გაიცემა 3 000 (სამი ათასი) ლარამდე მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი და, ამავდროულად, სესხის გამცემი სუბიექტის მოთხოვნა მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციით ან/და დასაკუთრებით) განხორციელებით. ამასთან, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა ეროვნულ ბანკში 2018 წლის 20 დეკემბრიდან შეეძლებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა