გიორგი ბარამიძე - სადაც იქნება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, იქ გვექნება მშვიდობიანი მანიფესტაცია

სადაც იქნება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, იქ გვექნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

„ხვალ თუ დაინიშნა დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი თელავში, ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე მოინდომებს მისი უკანონო დაკავების გაპროტესტებას. სადაც იქნება სასამართლო პროცესი, იქ გვექნება მშვიდობიანი მანიფესტაცია", - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, დღეს აქცია არ გაიმართება.

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა