ისანში, ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს. მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, გამგეობა 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

„მეტრომშენში, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავპირდით, ყოფილი აფანასიევის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაწყებული. პირველ რიგში, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი იცვლება, რაც აქ მცხოვრებ ოჯახებს დღემდე, სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. მას შემდეგ, რაც კომპანია GWP წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას დაასრულებს, საშუალება მოგვეცემა, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მელიქიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის შეცვლა ორ კვირაში დასრულდება, ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის იანვარში დაიწყება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს