დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტს დღეს მიმართავენ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხზე პარლამენტს დღეს მიმართავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დიმიტრი გაბუნიამ შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

„ჩვენ დღეს მივმართავთ პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პროცედურა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და რეგლამენტში. არსად არ წერია, რა ვადაში უნდა მიმართოს კონკრეტულად პირმა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაპირებთ, რომ დღეს მივმართოთ და შესაბამისი პროცედურების გავლის მერე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ქალბატონ სალომეს შეუწყდება პარლამენტის უფლებამოსილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა