ლევან იზორია - კანონის უზენაესობის პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა

ვინც არღვევს კანონს და ვის წინაშეც მართლმსაჯულებას აქვს კითხვები, აუცილებლად, კანონის წინაშე მოუწევს თავისი პოზიციის ჩამოყალიბება, - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით კირკიტაძის დაკავებას.

მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა. ვინც არღვევს კანონს და ვის წინაშეც მართლმსაჯულებას აქვს კითხვები, აუცილებლად, კანონის წინაშე მოუწევს თავისი პოზიციის ჩამოყალიბება",- აღნიშნა იზორიამ.

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა