პარლამენტი გიორგი გახარიას 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე  მოუსმენს

პარლამენტი 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გახარიას პარლამენტში მოსმენის საკითხი სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პროცედურის მიხედვით მოდის, როცა მინისტრი პარლამენტს მოსმენის ინიციატივით თავად მიმართავს.

ცნობისთვის, ერთ თვეზე მეტია, საპარლამენტო უმცირესობა გიორგი გახარის მოსმენის საკითხს სვამს.

უმცირესობის თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უმცირესობის ფრაქციების სხდომაზე გამოცხადებულიყო. ასევე განიხილებოდა გახარიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში მოსმენაც.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე წარდგება.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტი გიორგი გახარიას 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენს

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში