ნატალი საბანაძე - ბრიუსელში, 2022 წელს კულტურის ფესტივალი Europalia საქართველოს მიეძღვნება

ბრიუსელში, 2022 წელს, კულტურის ფესტივალი Europalia საქართველოს მიეძღვნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ განუცხადა, ეს იქნება ქართული კულტურის ზეიმი ევროპაში.

„გვაქვს ერთი სასიხარულო ახალი ამბავი. ყოველ 2 წელიწადში ბრიუსელში იმართება ევროპული მასშტაბის ფესტივალი. ძირითადი ადგილი არის ბრიუსელი, მაგრამ მოიცავს ბელგიას. ეს ფესტივალი ეწყობა სამეფო ოჯახის პატრონაჟით. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ფესტივალი. ეს ღონისძიება არის ძალიან დიდი მასშტაბის, მოიცავს კულტურის ყველა სფეროს და გრძელდება 4 თვე. სექტემბრიდან იანვრამდე იმართება 400- მდე ღონისძიება. 2022 წლის europalia - ასე ჰქვია ამ ფესტივალს, მიეძღვნება საქართველოს. 2022 წლის სექტემბრიდან ბრიუსელში, მთლიანად ბელგიაში და ევროპულ დედაქალაქებში იქნება ქართული კულტურის ზეიმი",- განაცხადა საბანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს