ლევან იზორია - ჯარისკაცის ცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო და თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ჯარისკაცის ცემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას იძიებს. როგორც იზორია აცხადებს, თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ყველა პირი, განურჩევლად სტატუსისა, დაისჯება.

„როგორც კი აღნიშნული ინფორმაცია მივიღეთ, სამხედრო პოლიციამ აღძრა საქმე შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება მიმდინარეობს. თუ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. არსებობს მეორე მხარის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად საწინაადმდეგოა. ამიტომ, მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება ყველა გარემოება",- განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო