სოფიო კილაძე - დაემატება თუ არა სალომე სამადაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის

დაემატება თუ არა სალომე სამადაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს ფრაქციის გადასაწყვეტია, კონკრეტულად, რომელ დეპუტატს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კანონის შესაბამისად ვალდებულია, რომ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის დეპუტატებს მისცეს შესაბამისი შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი აზრი კანონის ფარგლებში.

„ჩემი მუშაობის სტილი არის კანონთან შესაბამისი. კერძოდ ის, რომ როდესაც კონკრეტულ პირს უნდა გააკეთოს კონკრეტული განცხადება, თუ ის ბუნებრივია, რეგლამენტს არ გადააჭარბებს და შესაბამის პროცედურებს არ დაარღვევს, ბუნებრივია ვაძლევთ თავისი აზრის გამოხატვის საშუალებას, მომწონს ეს აზრი თუ არ მომწონს. ასეა ჩვენს კომიტეტში და ვფიქრობ, რომ ეს არის კანონთან შესაბამისი", განაცხადა კილაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა