ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გ.მ.-ს, ს.ა.-სა და ს.ნ.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (20 ამპულა და 43 აბი) და ფსიქოტროპული (245 აბი და 2 ბოთლი ,,HISTAFED SYRUP“ - PSEVDOEFEDRINE 30 მგ./5მლ) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო