ზურაბ მიქაძის შვილი - მამაჩემი მოგონილი, პოლიტიკურად შეთხზული ბრალისთვის დააკავეს

მამაჩემი მოგონილი, პოლიტიკურად შეთხზული ბრალისთვის დააკავეს. მამაჩემი აბსოლუტურად უდანაშაულოა, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, ამას ნახავს საქართველო ძალიან მალე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოს ეზოში ზურაბ მიქაძის შვილმა, მაია მიქაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს დაკავებული ყველა პირი უდანაშაულოა.

"მინდა მივმართო ხელისუფლებას, დღეს თქვენ დაასამარეთ სასამართლო, დასაჯეთ უსამართლოდ ადამიანი და ამისთვის თქვენ ნამდვილად დაისჯებით. ზურა მიქაძე აბსოლუტურად უდანაშაულოა. მინდა საზოგადოებამაც გაიგოს, ეს არ ყოფილა მკვლელობის საქმე, ეს იყო უფლებამოსილების გამოგონილი საქმე, მკვლელი არის ბაშალეიშვილი, რომელმაც თავისი სასჯელი მოიხადა და ხალხო, ძალიან გთხოვთ, ნუ მოტყუვდებით მოგონილი ფარსებით. დღეს ეს ხალხი აბსოლუტურად უსამართლოდ დააკავეს, დაგვიდექით მხარში, დაუდექით სიმართლეს მხარში", - განაცხადა მიქაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა