ზაზა სარალიძე - შს სამინისტროში მოვედი, რომ გავიგო აქვს თუ არა რამე სიახლე გამოძიებას და რატომ არ ხდება ჩემი შვილის მკვლელის დასჯა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. სარალიძე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდება.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მან მოითხოვა, რათა გაიგოს, თუ რა პროცესშია გამოძიება და რატომ არ არის ამ დრომდე დაჭერილი მისი შვილის მკვლელობაში მონაწილზე პირები და უშუალოდ მკვლელი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ გამოძიებას აქვს ახალი მტკიცებულებები, სარალიძე პასუხობს, რომ მას ამის იმედი არ აქვს, ვინაიდან უწყების წარმომადგენლები მას მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეხვდნენ.

„სამინისტროში მოვედი იმიტომ, რომ გავიგო რამე სიახლე აქვს თუ არა გამოძიებას და რატომ არ ხდება ჩემი შვილის მკვლელის დასჯა. არ მაქვს იმედი, რომ მათ რაიმე ახალი მტკიცებულება გააჩნიათ, ვინაიდან მთელი ამ დროის განმავლობაში მე არავინ შემხმიანებია. თუმცა მაინტერესებს, რას მეტყვის გამომძიებელი და რა პასუხები ექნებათ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ არ იჭერენ ჩემი შვილის მკვლელს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ პროკურატურა აწინაურებს ამ საქმის გამყალბებელ პროკურორს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესთან ერთად ასევე იმყოფება მისი უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე, რომელიც მედიისთვის განცხადებას, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში