ელენე ხოშტარია პაატა ბურჭულაძეზე - ვინც პუტინთან იმღერებს თუ იცეკვებს მოსკოვში, სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს - ჩემი პარტიის წევრიც რომ იყოს, იგივეს ვიტყვი

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმღერებს თუ იცეკვებს პუტინთან მოსკოვში, ეს ქვეყნის ზურგში დარტყმის ტოლფასია. ჩემი პარტიის წევრი რომ იყოს, ზუსტად იგივეს ვიტყვი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სანქტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის მიერ სიმღერის შესრულებას იმ ღონისძიებაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.

მისი თქმით, ყველა ადამიანი ვინც ამას აკეთებს, „ჩვენს სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს".

„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, რადგან ის მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან კიდევ უფრო მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. ბურჭულაძე იყო პოლიტიკოსი. ის არის რაღაც მხრივ ერთ-ერთი სახე საქართველოსი, მათ შორის ამ კულტურის სფეროში. ამიტომ, მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა