„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ პროექტი „მაკულიტერატურა“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში - Meliora 2018 დაჯილდოვდა

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ პროექტი „მაკულიტერატურა“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში - Meliora 2018 დაჯილდოვდა. კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში - ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა, სადაც ასევე ნომინირებულნი იყვნენ: „ჰილტონ ბათუმი“, „საქართველოს ბანკი“ , „ჯი-თი-ეს ელექტრონიკსი“ და „პეპსიკო“.

როგორც კონკურსის დასრულების შემდეგ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ PR პროექტების კოორდინატორმა ლუკა ქუთათელმა განაცხადა, 10 ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიათა სიაში „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მოხვედრა მისმა გარემოზე ზრუნვის მიმართულებით გაწეულმა საქმიანობამ განაპირობა. კერძოდ, კომპანიამ 6 წლის განმავლობაში 85 ათასი ხე გადაარჩინა.

მისივე თქმით, ჰოლდინგი მომავალშიც აპირებს აღნიშნული პროექტის მასშტაბების გაზრდას და უფრო მეტი ხის გადარჩენას.

„ბუნებაზე ზრუნვა და ზოგადად, ეკოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. დღითიდღე უარესდება ჩვენი გარემო პირობები და მედია ჰოლდინგმა ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სოციალურ პრობლემას შევხებოდით და ჩვენი მხრიდან უკეთეს მომავალზე გვეზრუნა“, - აღნიშნა ლუკა ქუთათელმა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა 41-მა კომპანიამ მიიღო, რომელთაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 76 პროექტი ჰქონდათ განხორციელებული. აღნიშნული პროექტები წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ წარადგინა.

დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი „მელიორა 2018“ ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში წელს პირველად გაიმართა. კონკურსი ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოვებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში სამაგალითო ინიციატივებს ახორციელებენ და ცდილობენ საქართველო უკეთესობისკენ შეცვალონ.

წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი.

„მაკულიტერატურის“ პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა (ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები) და სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს.

მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ თბილისში, წერეთლის #116 -ში ყოველდღე, კვირის გარდა, 10-დან 18.00 საათამდე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს