ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა დადოს და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ

გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თუ რა სტადიაზეა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.

"ყოველთვის თავს ვიკავებთ ამ მიმართულებით განცხადების გაკეთებისგან. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, პროკურატურამ თუ შსს-მ. გამოძიებამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები",-განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, გამოძიება დროში შეზღუდული არ არის, თუმცა ამაზე თავად ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს პროკურატურა იძიებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა