ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს და დავით იაშვილს სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოათავსებენ

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე მსჯავრდებული პირები, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე და დავით იაშვილი კვლავ სასამართლოს შენობაში, დროებითი მოთავსების ადგილზე იმყოფებიან.

ისინი ამ დრომდე არ გადაუყვანიათ პენიტენციურ დაწესებულებაში. ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოათავსებენ.

რაც შეეხება, ამ საქმეზე კიდევ ერთ მსჯავრდებულს, ირაკლი ფირცხალავას, ის დღეს განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. ფირცხალავა სხვა საქმეზე მსჯავრდებულია, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამანაშავედ სცნო.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დანარჩენ პირებს კი, 5 წლითა და 3 თვის პატიმრობა, 2 წლითა და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო