ირაკლი კობახიძე - ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს იმას, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების რისკები

ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს იმას, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების რისკები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„90-ში პრობლემები გვქონდა ავტოკრატიასთან დაკავშირებით. სხვადასხვა მთავრობები ახერხებდნენ სხვადასხვა სახის ავტოკრატიული სისტემების შექმნას კონსტიტუციის მეშვეობით. თუმცა, ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს იმას, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების რისკები. ჩვენ გვექნება ევროპული ტიპის საპარლამენტო სისტემა პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით. პარლამენტი უფრო ძლიერი იქნება ამ საკონსტიტუციო წესრიგის ფარგლებში. ასევე გაძლიერებულია ოპოზიციის უფლებები. ჩვენ ასევე დავხვეწეთ ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის სტანდარტები. ბევრი ნორმაა, რაც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას. მტკიცედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება და ახალი კონსტიტუციის ჩარჩოებში საქართველოს პროგრესი შემდგომში დაჩქარდება.

„ჩვენი მიზანია ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრები გავხდეთ და საამისოდ სრულად მზად უნდა ვიყოთ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ პარლამენტის უფრო პლურალისტურ შემადგენლობას“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა