ირაკლი ზარქუა - საქართველო არ იმსახურებს ასეთ მარგინალურ ოპოზიციას, რომელიც იწევს პოლიციაზე

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციას ბიუჯეტის წაკითხვისკენ მოუწოდებს.

ირაკლი ზარქუას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში უფასო სასადილოებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებების დაფინანსება გაზრდილია, ოპოზიცია კი ცრუობს, როცა ამტკიცებს, რომ მათი დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში შემცირებულია.

„ამ კომპეტენციით გვესაუბრება ოპოზიცია. საქართველო არ იმსახურებს ასეთ მარგინალურ ოპოზიციას, რომელიც იწევს პოლიციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე, საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. კეთილი ინებონ და თავად გახდნენ კონსტრუქციულები. როდესაც აპელირებენ საკითხზე, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი, არავის არ გაუყვია ორად. კეთილი ინებონ და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში, თუ გარკვეულ საკითხებში არის ხარვეზები, მზად ვართ ვიმსჯელოთ და არა ისე როგორც ახლა, რომ ბიუჯეტში გაზრდილ პროექტებზე გვითხრან შემცირებულიაო. შოუს მოწყობა ვისაც უნდა შეუძლია მოაწყოს გარეთ და არა სხდომათა დარბაზში“ , - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს