მთავარ პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა

მთავარ პროკურატურასთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება 31 დეკემბრამდე, ვინაიდან მომავალი წლიდან საქმე დაიხურება 25- წლიანი ხანდაზმულობიდან გამომდინარე.

გამსახურდიების ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებლობა მთავარმა პროკურორმა უნდა აიღოს.

„ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ გვაქვს. გუშინაც მქონდა სამუშაო შეხვედრა გამომძიებელთან. განვიხილეთ კონკრეტული საკითხები. მე მათ შევთავაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს დარჩენილ ორ კვირაში და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავარმა პროკურორმა.

სწორედ ამიტომ, მე ველოდები შეხვედრას მთავარ პროკურორთან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად და იმედი მაქვს, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ შენობაში. პასუხისმგებლობა, რა ვითარებაც შეიძლება შეიქმნას 31 დეკემბერს, როდესაც ეს საქმე შეწყდება, ეკისრება პროკურატურას.

ჩვენ ვიცით ის პირი, ვინც ამ საქმეში მთავარი ფიგურანტია, თუმცა, 31 დეკემბრამდე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამის შემდეგ ყველა გაიგებს თუ ვინ რა ნაბიჯი არ გადადგა საქმის გამოსაძიებლად", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ამასთან, მთავარ პროკურატურაში მკვლელის დასჯის და გამოძიების გაგრძელების მოთხოვნით კონსტანტინე და ცოტნე განსახურდიები მეხუთე დღეა შიმშილობენ.