გიორგი ტყემალაძე - კარგი იქნება, ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობდეს და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე განაცხადა, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებებს.

„მე ცოტა მიკვირს, თუ რას გულისხმობდა ოპოზიციის წარმომადგენელი, როდესაც განაცხადა, რომ ბიუჯეტის სოციალური მიმართულებები შემცირებულია. კარგი იქნება, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ გადაწყვეტილებებს სწორედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძე ასევე გამოეხმაურა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონებში მოსახლეობისთვის ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემას ეხება.

„ეს საკითხი ბევრი წელი იყო ამ ადამიანების მთავარი საზრუნავი. მივულოცოთ მათ, რომ კერძო საკუთრებაში გადაეცემათ ფართები, რომელშიც ათეული წლებია ცხოვრობენ. ჩვენ ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა