ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“  წარმომადგენლებს ხვდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა არასამთავრობო ორგანიზაციების - “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა საია-ს ოფისში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

როგორც ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შედგება ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებზე, კერძოდ, 16 დეკემბერს ოპოზიციისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების შეზღუდვის შესახებ და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

„დავით კირკიტაძე არის პოლიტპატიმარი, პლუს ერთი პოლიტპატიმარი გვყავს საქართველოში. ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას, არასამთავრობო სექტორის მისაზრებებს მოვისმენთ და ვთხოვთ, რომ ისინი სამართლებრივად აქტიურად ჩაერთონ ყველა იმ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს და არაფერი არ აქვს საერთო დემოკრატიასთან. ეს არის პროცესი, როდესაც სახელმწიფოში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ირღვევა”,- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა