მაია ცქიტიშვილმა „ელჩების კონფერენცია - 2018“-ის მონაწილეებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

„მინდა გთხოვოთ, რომ დაგვეხმაროთ ძლიერ და ავტორიტეტულ კომპანიებთან კომუნიკაციაში, რათა ისინი დავაინტერესოთ ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ინფასტრუქტურული პროექტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხარისხიანად და დროულად შესრულებული კონკრეტული პროექტების გარდა, აქ დატოვებენ ისეთ გამოცდილებას და ცოდნას, რაც მომავალში გამოგვადგება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი, კონფერენციის ფარგლებში, იმ სესიაში მონაწილეობს, სადაც სოციალური და ეკონომიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს.

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა, ესაა - რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება.

სესიაზე წარდგენილ პრეზენტაციაში მაია ცქიტიშვილმა ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა. მინისტრის თქმით, მომავალ წელს 1,2 მილიარდი დოლარის საერთაშორისო ტენდერებია დაგეგმილი.

„მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალების მშენებლობა და ეს უმნიშვნელოვანესი პროექტებია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარებისთვის. წელს რეაბილიტირდა 210 კმ გზა, მომავალ წელს კი 300 კმ გზის საფარის განახლება იგეგმება. 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა 566 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, რომლითაც სარგებლობს 430 ათასი ბენეფიციარი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მასშტაბური წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები ზუგდიდში, ურეკში, ჭიათურაში, აბაშასა და ქუთაისში, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია - გუდაურში, მარნეულში, მესტიასა და თელავში.

„ელჩების კონფერენცია 2018“ დღეს გაიხსნა და მას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს. ღონისძიების სლოგანია - ქართული დიპლომატია ქვეყნის თავისუფლების, კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა