ბექა დავითულიანი - ოპოზიცია არჩევნებზე ხმებს უცნაურად ითვლის, 780 ათასი მათი გათვლებით მილიონზე მეტია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციას დესტრუქციულ ნაბიჯებზე უარის თქმის და დიალოგის რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებს მხოლოდ განცხადებებისთვის იყენებენ და შემდეგ დარბაზიდან გადიან.

„ამ ბოლო დროს ჩვენ კოლეგებს ჩვევად ექცათ, რომ განცხადებას აკეთებენ და შემდეგ რატომღაც გარბიან. მგონი, ყველა ვთანხმდებით იმ შეფასებაში, რომ ქვეყანაში არის დაძაბული გარემო და აგრესიული ფონი, თუმცა ამაში ერთი კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელი ურევია და ამ ცეცხლზე ნავთს შემდეგ სხვებიც ასხამენ. ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა. დავინახეთ, თელავის მიმართულებისკენ მოძრაობისას,როგორ ექცეოდნენ მათი წარმომადგენლები პოლიციელებს,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მათემატიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე მიღებულ ხმებს უცნაურად ითვლიან.

„ძალიან უცნაური მათემატიკა აქვთ. 780 000 ხმა ხან 900 000 ხდება, ხანაც მილიონი და კიდევ უფრო მეტი. ზოგჯერ კი 780 000 ხმა მილიონზე მეტადაც გამოჰყავთ. არ ვიცი ამას როგორ ახერხებენ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა ბოიკოტის ნაცვლად, დიალოგის რეჟიმზე გადავიდნენ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს