ლევან ჟორჟოლიანი - ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ

„სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს როგორც უფლების დაცვა, ასევე უფლების შეზღუდვა და ამას აქვს თავისი საზღვრები. ერთის ან მეორის განხორციელებისას იმ სიმაღლეებზე არ უნდა ავიჭრათ, რომ ბოლოს აღმოვჩნდეთ მთვარეზე. ჩვენი ოპონენტები ახლა არიან მთვარეზე და ვერ გრძნობენ იმ რეალობას, რა რეალობაც არის ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს იურიდიულ საკითხთა და ადმიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ჩვენს რეალობაში, რომ მთელი საზოგადოება ერთ რამეზე თანხმდება და ეს ამ არჩევნებზე მოხდა.

„მთელი საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლილება მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არა რევოლუციით. მე მესმის, რომ მათ რევოლუცია ძალიან უნდათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებით კარგად დაანახა მათ, რომ არეულობას არ დაუშვებს. ქართველებს თქვენ ორად ვერ გაყოფთ. ეს მხოლოდ თქვენს სიზმრებში შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა