გიორგი ბირბიჩაძე - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი თითქოსდა მცირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე გიორგი ბირბიჩაძემ განმარტა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები კი არ მცირდება, არამედ იზრდება. კერძოდ, როგორც გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, 2018 წლის ბიუჯეტით აუტიზმის სპექტრის მქონე 750 ბენეფიციარი დაფინანსდა, მომავალ წელს კი ეს ციფრი 850 ბენეფიციარამდე გაიზრდება.

„ასევე ზრდა გვაქვს უფასო სასადილოების მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად, მილიონ 723 ათას 100 ლარით იზრდება და კარგი იქნებოდა კოლეგებს მოესმინათ, რომ არანაირი კლება არ გვაქვს. პირიქით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია“, - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა