ხატია დეკანოიძე - საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას ვერ ვხედავ და ეს არაერთხელ დამტკიცდა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არ დაბადებს არავითარ კითხვას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის განაჩენის შინაარსს არ იცნობს, თუმცა, ზოგადად საქართველოში სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ ხედავს. “მე განაჩენს არ ვიცნობ. მართლა არ მინახავს. რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არ დაბადებს არავითარ კითხვას. მე საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას ვერ ვხედავ და ეს არაერთხელ დამტკიცდა. რეალურად, ჩვენ ყველა ზუსტად იმისთვის ვიბრძვით, რომ სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემა, ბრალდების მხარე დემოკრატიული პროცესების ადეკვატური იყოს და არა იმ პრინციპების, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ემხრობა”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ ცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა