საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აისის, ჩაჩავას, ფერაძის, ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ნოსირის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო