გია ვოლსკი - შს მინისტრი მზად არის პლენარულ სხდომაზე მოვიდეს და დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს

შს მინისტრი მზად არის პლენარულ სხდომაზე მოვიდეს და დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, “ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის მიზანი, მინისტრი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდეს, დესტრუქცია და პოლიტიკური ცირკის მოწყობაა.

“ევროპული საქართველო“ პროცედურას იშველიებს. რეალურად კი არ უნდათ მის დანაყოფს “ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციაში ჩამორჩნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა შეხვედრა, ყველა საკითხი, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ეხება, მომავალშიც ისე იქნება ინტერპრეტირებული და იმ კუთხით წაყვანილი, რომ როგორმე დაპირისპირება, შეუთანხმებლობა, ყვირილი და ხმაური მოხდეს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ ოპოზიციის მიმართ რაღაც უსამართლობა ხდება. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოვა, ყველა კითხვას გასცემს პასუხს და თავადაც წარმოადგენს ინფორმაციას. ოპოზიციის მიზანი ცირკის მოწყობაა, რაც უნისონშია გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან, რომ არც ერთ დონეზე, არსად არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებენ. აქვთ ულტიმატუმები და მათი მიზანია ხელისუფლებას ულტიმატუმების შესრულება აიძულონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი გახარიას 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარული სხდომის ფორმატში ელიან. ამასთან, უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრის მისვლასა და მოსმენას რეგლამენტის იმ მუხლის საფუძველზე ითხოვს, რომლის მიხედვით, მინისტრს ფრაქციის მოთხოვნით კომიტეტში იბარებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ განუცხადა, ახალი რეგლამენტის 40-ე მუხლის საფუძველზე ფრაქციამ გიორგი გახარია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიბარა და ის ვალდებულია აღნიშნულ კომიტეტში გამოცხადდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა