გიორგი ტყემალაძე - მე როგორ უნდა შემეთავაზებინა ვინმესთვის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება

"მე როგორ უნდა შემეთავაზებინა ვინმესთვის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა?! ეს ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება?!", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

საკრებულოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, "ქართულ ოცნებაში" გუშინ განიხილებოდა თუ არა გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე და ლობირებს თუ არა გიორგი ტყემალაძე ჯავახიშვილს, რომელიც მისი ნათესავია.

საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ გიორგი ჯავახიშვილი მისი ნათესავია, თუმცა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ არანაირ განხილვაში არ მონაწილეობდა და რომ ასეთი საკითხი არ დგას. "ვისი კანდიდატურა განიხილება,

ვერ გეტყვით. ჩემი ინფორმაციით, ჯავახიშვილი არ განიხილება. მე როგორ უნდა შემეთავაზებინა ვინმესთვის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა?! ეს ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება?! ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერც მივიღებ მაგ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო