პროექტის „თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები“ პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 19 დეკემბერს, მანანა ქუთათელაძე და გიგი (გიორგი) წერეთელი საზოგადოებას რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგს წარუდგენენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

„თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები“ ოთხნაწილიანი პროექტის პირველი წიგნია, სადაც აღწერილია ძველი თბილისის საზღვრებში არსებული ყველა კონფესიის 150-ზე მეტი რელიგიური ნაგებობა. პროექტის არსს და მიზანს წიგნის პროლოგში კარგად განმარტავს ცნობილი ისტორიკოსის სიტყვები: „დაიკარგა ძველი სიდიადის ძეგლები, რომლებიც ტფილისის ისტორიას მოგვაგონებდნენ. დაე, თქმულება მაინც შემორჩეს მათ შესახებ თანამედროვეთა და შთამომავალთა მეხსიერებაში.

პროექტის და კერძოდ პირველი წიგნის მნიშვნელობაზე წერს დიმიტრი თუმანიშვილი: „სიტყვიერ მონათხრობს უხვი ფოტომასალაც უბამს მხარს, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ განხილულ ნაგებობათაგან არაერთი გამოუბრუნებლად და უკვალოდ არის გამქრალი. ყველაფერი ერთად კი ჩვენი ქვეყნისა და მისი სატახტოს გამოვლილ გზას გვიხატავს ... ამ გრძელი ისტორიის ერთი ფურცელი უკვე თვით ეს წიგნიც გახლავთ...

სამომავლო გამოცემები თბილისს შემოერთებულ სოფლებსა და დასახლებებში, ასევე დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში აგებულ ტაძრებსა და რელიგიურ ნაგებობებს მიეძღვნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა