ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში - „ელჩების კონფერენცია 2018“ მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქართველი დიასპორების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა, როგორც ექსპორტის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების, ასევე საგრანტო და ტექნიკური დახმარების კუთხით.

სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ქართველ დიასპორებში არსებულ დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი.

„კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იყო ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ვფიქრობ, ჩვენს დიასპორას გააჩნია დიდი პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტირებისა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო