მაია ცქიტიშვილი - საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთიანია და არ არის გასაკვირი, რომ ამ მიმართულებას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ

“ელჩების კონფერენცია - 2018“ - ის მონაწილეებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

“საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთიანია და არ არის გასაკვირი, რომ ამ მიმართულებას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც თქვენ მსახურობთ. კარგი იქნება თუ უკეთესი კავშირების დამყარებას შევძლებთ ადგილობრივ დონეზე, ეს შეიძლება იყოს ქალაქების დაძმობილება, საგრანტო ან მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა ტიპის მცირე პროგრამებიც კი ხელშესახებ პოზიტიურ შედეგს მოიტანს ჩვენს რეგიონებში კონკრეტული ინტერესთა ჯგუფებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მინისტრის ინფორმაციით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი“ 2016 წლიდან მოქმედებს და დღეს 1730 დასახლებაში მცხოვრები 243 ათასი ადამიანი სარგებლობს შეღავათებით, სხვადასხვა მიმართულებით სულ გაცემულია 110 მილიონი ლარის დახმარება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს